იმნაძე: ჯერჯერობით კორონავირუსის სისხლით გადაცემის პრეცედენტი არ გამოვლენილა

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ჯერჯერობით კორონავირუსის სისხლით გადაცემის პრეცედენტი არ გამოვლენილა.

„ჯერჯერობით სისხლით გადაცემის პრეცედენტი არ მოიძებნა, ყოველ შემთხვევაში, რაც ლიტერატურაში მოიკვლიეს. ყველა დონორი, სანამ სისხლს აუღებენ, კორონავირუსთან დაკავშირების გარეშეც, ძალიან მკაცრ შემოწმებას გადის.

ეს რა თქმა უნდა, გულისხმობს ძალიან დეტალურად მის გამოკითხვას, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დეტალურ შეფასებას და სიცხის გაზომვას. რაც კორონავირუსი გავრცელდა, ამას დაემატა დამატებითი კითხვები იმ ადამიანებთან დაკავშირებით, ვინც სისხლს აბარებს“,-განაცხადა იმნაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად