იმნაძე: გამოჯანმრთლებული ადამიანის სისხლით ან პლაზმით მკურნალობის პრაქტიკა საქართველოში ცნობილია და ამ მეთოდზე ფიქრობენ

ამის შესახებ დაავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ დღევანდელ ბრიფინგზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა  და განმარტა რომ, ეს არის საკმაოდ მიღებული მეთოდი, რომელიც საქართველოში გამოყენებულია.

„ეს მეთოდი საქართველოში გამოყენებული გვაქვს. ჯერ კიდევ, ძველადაც იყენებდნენ, მაგრამ ბოლოს, მძიმე დაავადებების დროს, როცა საქართველოში ყირიმკონგოს ცხელების პირველი შემთხვევა იყო, ინფექციურმა საავადმყოფომ ეს მეთოდი გამოიყენა. მაშინ ჩვენი ყაზახი კოლეგებისგან მივიღეთ, იმიტომ, რომ იმ დროს ჩვენთან ასეთი ავადმყოფი არ იყო. ამას სჭირდება რა? – ძალიან ბევრი გამოჯანრთლებული ადამიანის სისხლი უნდა გვქონდეს იმისათვის, რომ შემდეგ ეს ახალ, მძიმე პაციენტებზე გამოვიყენოთ. ეს მეთოდი ცნობილია და რა თქმა უნდა, ჩვენი კოლეგები, ინფექციონისტები ამაზე ფიქრობენ“, – განაცხადა იმნაძემ ახალი კორონავირუსის პრევენციისთვის შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.ვ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად