იმნაძე: ე.წ. ეროვნული ბანკის კლასტერის დაინფიცირება სამუშაო დროს არ მომხდარა

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ  ეროვნული ბანკის თანამშრომლების დაინფიცირება მოხდა კოლექტიური თვითიზოლაციის პირობებში.

„ ჯერ კიდევ ორი თვის წინ მივეცით ყველა დაწესებულებებს რეკომენდაცია, რომ ის, ვინც ვერ გაჩერდება და უნდა იმუშაოს და აი ეს ხორციელდება მაგალითად, ჩვენთან ლუგარის ცენტრში, თანამშრომლები უნდა დაიყვნენ ბრიგადებად. ერთი ნაწილი მუშაობს ორი კვირა და მეორე ნაწილი ამ დროს იმყოფება მაქსიმალურად კარანტინთან მიახლოებულ პირობებში. ეს არ არის აი ის კარანტინი, რომელშიც სახელმწიფო იძულებით ათავსებს, ეს არის დამსაქმებლის ტაქტიკა, როგორ მართოს ამ დროს სიტუაცია. მათ ასე ზუსტად, რაც იყო რეკომენდაცია, გაყოფილი ჰყავდათ თავიანთი თანამშრომლები და ერთი ნაწილი იყო მოთავსებული მოდით ასე ვთქვათ, კოლექტიურ თვითიზოლაციაში. სამწუხაროდ მოხდა სწორედ ამ კოლექტივში ვირუსის შეტანა და ამან გამოიწვია, რომ დიდი რაოდენობა იყო. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არ მომხდარა სამუშაო პირობებში, ეს მოხდა სწორედ აი ამ კოლექტიური თვითიზოლაციის პირობებში. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის დღეს ყველაზე კარგი რჩევა. ისინი, ვინც უწყვეტად უნდა იმუშაონ, ამ ადამიანებს დღესაც ვურჩევთ, ოღონდ აი ძალიან მკაცრი წესები უნდა დაიცვან იქ, სადაც ეს ადამიანები იქნებიან თვითიზოლაციაში, რომ იქ არ მოხდეს ვირუსის შეტანა. ორკვირიანი ბრიგადები სწორედ მაგიტომ არის, რომ თუ ერთ ბრიგადას რამე მოუვიდა, მეორე ბრიგადა აგრძელებს ამ დროს მუშაობას. მუშაობის უწყვეტობა შენარჩუნებულია“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად