იმნაძე: დიდი ეკლესიურობით არ გამოვირჩევი, ტელევიიზიიით ვადევნებ თვალ-ყურს, ამისთვის ნამდვილად ვერ მოვიცლი

„დიდი ეკლესიურობით არ გამოვირჩევი, ტელევიიზიიით ვადევნებ თვალ-ყურს, ამისთვის ნამდვილად ვერ მოვიცლი, რომ გითხრათ ბოლოს როდის ვარ ნამყოფი… ამიტომაც ძირითადად ტელევიზიით ვადევნებ ხოლმე თვალყურს და რა თქმა უნდა, წელსაც იგივეს ვიზამ, მითუმეტეს ამ პირობებში ვერ მოვიცლი ამისთვის, თორემ წელს შეიძლება წავსულიყავი.“

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მაოდგილე პაატა იმნაძემ დღევანდელ ბრიფინგზე დასმული შეკიტხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც სააღდგომო ლიტურგიაზე დასწრებას უკავშირდება.

შეგახსენებთ:  სააღდგომო ლიტურგიაზე წასვლას არ გეგმავენ არც რეგიონალური განვითრების მინისტრი მაია ცქიტიშვილი და არც ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე.

შეგახსენებთ: ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. იკრძალება სამზე მეტი პირის შეკრება და საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00-მდე გარეთ გასვლა.

საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია ტაძრებში ღვთისმსახურებას არ წყვეტს და აცხადებს, რომ ტაძრის კარი მრევლისთვის ღიაა.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად