იმნაძე: დაწყნარდნენ, მოგვეცით საშუალება ჩვენ გადავწყვიტოთ როდის ჩატარდეს ტესტირება! (ვიდეო)

ტესტი, როდის უნდა ჩატარდეს, მოგვეცით საშუალება ჩვენ გადავწყვიტოთ, ეპიდემიოლოგებმა-ამის შესახებ, სსიპ „ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული. ცენტრის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ, იმედის ეთერში განაცხადა.

” ახლა არის გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადების სეზონი, სამწუხაროდ, ის გრძელდება. ამიტომაც, პირველ რიგში, თუ თქვენ გაქვთ ხველა, ტემპერატურა, მაგრამ არ ყოფილხართ საზღვარგარეთ, არ გქონიათ უშუალო კავშირი დაავადებულებთან, ეს პირები ახლა, თბილისი ძალიან პატარაა, ჩვენ არ ვამბობთ, მაგრამ ყველამ ყველაფერი იცის!

აქედან გამომდინარე, დანარჩენები დაწყანრდნენ, დამშვიდნენ, ჩვენ ტესტირებას იმათაც კი არ ვუკეთებთ, ვინც ვიცით რომ იყო უშუალო კონტაქტში, სანამ მათ, სიმპტომები არ გამოუვლინდებათ. ინკუპაციური პერიოდი 14 დღე გრძელდება.

ტესტი, როდის უნდა ჩატარდეს, მოგვეცით საშუალება ჩვენ გადავწყვიტოთ, ეპიდემიოლოგებმა, კლინიცისტებმა, ამას აზრი აქვს როდესაც კლინიკა დაეწყება”-ამბობს პაატა იმნაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად