იმნაძე: ჩემი ინფიცირებული კოლეგა არის გმირი, ემსახურებოდა ფსიქიურად დაავადებულ პაციენტს, რომელთანაც ფიზიკური კონტაქტი იყო გაძნელებული

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული მედიკოსის ყველა კონტაქი იდენტიფიცირებულია.

როგორც პაატა იმნაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნულმა პირმა ვერ შეძლო, რომ ინფიცირებულ პაციენტთან უშუალო კონტაქტისგან აბსოლუტურად დაცული ყოფილიყო.

„ეს ჩემი კოლეგა არის გმირი, იმიტომ რომ ის ემსახურებოდა პაციენტს, ფსიქიურად დაავადებულ ადამიანს, რომელთანაც ფიზიკური კონტაქტი იყო გაძნელებული. ამ ადამიანმა გააკეთა ყველაფერი, რომ ამ პაციენტისთვის მოევლო და სამწუხაროდ, მან ვერ შეძლო ბოლომდე დაცული ყოფილიყო უშუალო ფიზიკური კონტაქტისგან ამ პაციენტთან. გამგები გაიგებს, იქ რა ხდებოდა. ამიტომ, რა თქმა უნდა, მისი ყველა კონტაქტი მიკვლეულია და ყურადღების ქვეშაა, მაგრამ თვითონ ჩემი ეს კოლეგა გმირია“,- განაცხადა პაატა იმნაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად