იმნაძე ბოლნისზე: სამწუხაროდ, რუსული მედია, რომელსაც იქ ხშირად უსმენენ, ამბობდა, რომ ჩვეულებრივი ვირუსია

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ხატისოფელსა და მუშევანში კარანტინია. როგორც დაავადებათა­ კონტ­რო­ლის ეროვნული ცენტრის დირექტ­ორის მოადგილე, პაატა იმნაძე, “კვირის პალიტრასთან” განაცხადა, ერთ-ერთ სოფელში კორნას არსებობა საერთოდ არ სჯეროდათ.

“ბოლნისის მუნიციპალიტეტში რაც ხდება, ახალი არ არის. კიდევ იჩინა თავი ახალმა­ შემთხვევებმა – ეს არის და ეს. სოფელი მუშევანი არის მაგალითი ხალხის, რომელსაც არ სჯერა, რომ კორონა არსებობს. ჰგონიათ, რომ ეს არის ჩვეულებრივი გრიპი. ახლა ჩამოვიდნენ იქიდან ჩვენები – 150-ზე­ მეტი სინჯი ავიღეთ. გვინდა­ ყველა გამოვიკვლიოთ. ორივე პატარა სოფელია, მაგრამ დაზიანების მაჩვენებლით თუ ვიმსჯელებთ,­ ლამის იტალიაა.

ბოლნისში ვირუსი მარნეულიდან შევიდა და გავრცელდა. როცა ადამიანებს არ სჯერათ ვირუსის არსებობა, სახელმწიფო რეგულაციებით ვერა­ფერს გახდები – ბოლოს და ბოლოს, ყველა ადამიანს თითო პოლიციელს ხომ არ მიუჩენ?! თვითონ თუ არ გაითავისეს საფრთხე­ და არ დაიცვეს წესები, ერთმანეთთან სიარული და ქეიფი არ აკრძალეს, შედეგი ყოველთვის ასეთი­ იქნება.

ეს ის სოფელია, სადაც აგრესიულად დახვდნენ ექიმებს და ავადმყოფს­ არ ატანდნენ, ხომ გახსოვ­თ? ახლა იქაურ ავტორიტეტულ ადამიანებთან ვმუშაობთ, რომ ვირუსის შესახებ მეტი გაიგონ და საფრთხეც გააცნობიერონ. სამწუხაროდ, რუსული მედია, რომელსაც იქ ხშირად უსმენენ, თავიდან ყველას მოუწოდებდა, რომ ეს ჩვეულებრივი ვირუსია და საშიში არაფერია… სწორედ ამიტომ ახლა რუსეთის მოსახლეობასაც ვეღარ არწმუნებენ, რომ მდგომარეობა სერიოზულია”, – განაცხადა იმნაძემ.

წყარო: კვირის პალიტრა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად