იმნაძე: ამის დრო არა მაქვს, ეპიდემიოლოგიის ლექციები ვატარო ყველა მსურველისათვის

“ქვეყანაში ყველა ეპიდემიოლოგი გახდა, რაღაცა ჩვენც ვიცით და წავიდნენ, რა, სხვა ქვეყნებს დაეხმარონ თავიანთი რჩევებით, სადაც ძალიან უჭირთ”.

ამის შესახებ დაავადებათ კონტროლის ცენტრის მოადგილე პაატა იმნაძემ “ტვ პირველის” ეთერში დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც სწრაფი ტეტების გამოყენების აუცილებლობის საკიტხს ეხებოდა.

“რჩევას მივიღებ, მე აქ მარტო კი არ ვმუშაობ. აქ ისეთი ადამიანების გუნდია შეკრებილი, ხათუნა ზდახაშვილი, რომელიც არის ერთერთი უძლიერესი ეპიდემიოლოგი. ადამიანს ხომ ეტყობა ინტელექტი, როცა ელაპარაკები და აქ მთელი გუნდი მუშაობს. ყველას რჩევას მივიღებთ, მაგრამ თავი დაანებონ ტელევიზიებში კეკლუცობას. ტესტებს აქვს თავისი აზრი, გამოყენების დრო, რომელი ტესტი როდის უნდა გამოიყენო. აქ ხომ არ დავიწყებ ღია გაკვეთილების ჩატარებას, სამწუხაროდ, მე ამის დრო არა მაქვს, ეპიემიოლოგიის ლექციები ვატარო ყველა მსურველისათვის. როცა დრო მექნება, დიდი სიამოვნებით გავაკეთებ ამას”-განაცხადა პაატა იმნაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად