იმნაძე: ადამიანებს ჩიპების და რაღაცების სჯერათ და ვირუსი რომ არის მათ გვერდით, ამის არ სჯერათ

ადამიანებს ჩიპების და რაღაცების სჯერათ და ვირუსი რომ არის მათ გვერდით, ამის არ სჯერათ, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ანატომია“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

„ადამიანებს ჩიპების და რაღაცების სჯერათ და ვირუსი რომ არის მათ გვერდით, ამის არ სჯერათ. ვირუსი არის, ის არსად გამქრალა. ამიტომ ნებისმიერ დროს, თუ ჩვენ არ ვიქნებით მაქსიმალურად ფრთხილად, არ დავიცავთ წესებს, ყოველთვის არის ვარიანტი, რომ ის შემობრუნდეს. ზამთარში, რა თქმა უნდა, როცა რესპირაციული დაავადებების სეზონი დადგება, სამწუხაროდ, ძალიან მაღალი ალბათობაა, რომ ვირუსი შემობრუნდება“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად