იმერეთში უცხოელ ტურისტთა რაოდენობა გაიზარდა

ამის შესახებ ,,აიპრესთან“ იმერეთის ტურიზმის სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა პაატა ლილუაშვილმა განაცხადა.

„2021 წელი მიუხედავად პანდემიისა და მასთან დაკავშირებული სირთულეებისა, თამამად შეიძლება ჩაითვალოს წარმატებულ წლად, მითუმეტეს 2020 წლის სტაგნაციის ფონზე. ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით თუ 2021 წლის დასაწყისში საინფორაციო ცენტრის სერვისით თვის განმავლობაში 100 – 150 ადამიანი სარგებლობდა ივლისის თვეში ეს რიცხვი 400 ადამიანამდე გაიზარდა.
ცვლილებებია ტოპ ქვეყნების შემადგენლობაშიც, რაც პირდაპირ კავშირშია იმ მიმართულებებთან, რომლებიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპოტიდან ხორციელდება.
მოგეხსენებათ წელს გარდა კომპანია „ვიზიარისა“, რომელიც კვლავ ბაზირდება ქუთაისში, ჩვენს ბაზარზე შემოსულია ყაზახური „ფლაი არისიტანი“ ხოლო 4 აგვისტოდან ფრენებს დაიწყებს ბელორუსიული კომპანია „ბელავია“, რაც შესაბამისად აისახება მგზავრთა ნაკადზე და ვიზიტორთა რაოდენობაზე“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

კომენტარები
იტვირთება...