იმერეთში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა რამდენიმე მუნიციპალიტეტში

წყალტუბოს, ხარაგაულისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში უხვმა ნალექმა დატბორა, როგორც საუბნო გზები ასევე საკარმიდამო ნაკვეთები. ხარაგაულში ადიდდა მდინარე ძირულა და მიმდებარე ინფრასტრუქტურა დააზიანა.

ხანგრძლივი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე ძირულამ ასევე დატბორა მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები.

წყალტუბოში ძირითადად დატბორილია საკარმიდამო ნაკვეთები.

მუნიციპალიტეტებში სტიქიის პრევენციის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
მობილიზებულია მუნიციპალური ტექნიკა და ყველაფერი კეთდება იმისთვის რომ ზარალი იყოს ნაკლები.

ამ დროისთვის ლოკალურად გზებზე გადაადგილება არსად არაა შეზღუდული. არცერთი სოფელი არ არის მოწყვეტილი გარესამყაროს.

ამ დროისთვის რეგიონში უხვი ნალექით გამოწვეული სხვა შემთხვევები არ ფიქსირდება.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია 12-ვე მუნიციპალიტეტიდან ინფორმაციას საათობრივად იღებს და შესაბამის ღონისძიებებს ატარებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...