იმერეთში სტიქიით მიყენებულ ზარალს ითვლიან

 უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა იმერეთის რამდენიმე რაიონში. წყალტუბოს მუნიციპალიტეტში დაიტბორა კოსტავას, გოგებაშვილის, ლერმონტოვის, ტაბიძის, ბესიკის, დედაენის, ჭავჭავაძის, ავალიანის, ლორთქიფანიძის, ნინოშვილის ქუჩები. ზარალი მიადგა როგორც კერძო, ისე მრავალსართულიანი საცხოვრებლი სახლების მაცხოვრებლებს, წყალმა დაფარა 9 აპრილის ქუჩაზე დევნილთა დასახლებაში #9, # 10 კორპუსების სარდაფები.

უხვი ნალექის შედეგად მეწყერი ჩამოწვა რამდენიმე სოფელში.ჭარბი ნალექის შედეგად საცხოვრებელი სახლები და გზები, ასევე დაიტბორა ტყიბულსა და ხარაგაულშიც. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. სტიქიის ზონაში იმყოფებოდა იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად