იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ პოლონეთის დელეგაცია მიიღო

საქართველოში დელეგაცია საქმიანი ვიზიტით, სილეზის სავოევოდოს მარშალის იაკუბ ხევსტოვსკის ხელმძღვანელობით ჩამოვიდა.

ვიზიტის მიზანია საქართველოსთან სამეწარმეო თანამშრომლობის განვითარება, ეკონომიკური აქტივობების დაგეგმვა და აღმოსავლეთ ევროპის მოწინავე ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ პოლონეთის დელეგაციის წევრებს რეგიონის პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. მხარის გუბერნატორმა ყურადღება გაამახვილა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ტურიზმის განვითარებაზე, ინვესტიციების მოზიდვასა და სახელმწიფო პროგრამების მიმდინარეობაზე.

მხარეებმა ასევე იმსჯელეს მეწარმეთა ხელშეწყობაზე პანდემიის პირობებში, ახალი ტექნოლოგიებისა და კიბერ უსაფრთხოების მიმართულებასა და
ეკონომიკური აქტივობებისა და რეგიონში უცხოური ინვესტიციების შემოდინების ხელშეწყობაზე.

შეხვედრას ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია, სილეზის სავოევოდოს რეგიონული პარლამენტის თავმჯდომარე იან კავულოკი და ზედა სილეზის ფონდის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ვიზიტის ფარგლებში პოლონეთის დელეგაციის წევრებმა, ქუთაისში ქართულ-პოლონური მეგობრობის სკვერი დაათვალიერეს და პოლონეთის პირველი პრეზიდენტის რაჩკევიჩის მემორიალურ დაფას პატივი მიაგეს.

დღესვე, პოლონეთის დელეგაცია სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლს ესტუმრება.

კომენტარები
იტვირთება...