იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა გასვლითი შეხვედრები დაიწყო

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა შავლეგო ტაბატაძემ გასვლითი შეხვედრები დაიწყო.

მხარის რწმუნებული ჭიათურის მუნიციპალიტეტის 25–მდე სოფლის მოსახლეობას უკვე შეხვდა და მათ პირადად გააცნო ინფორმაცია “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” შესახებ, რომელიც 2019 წლის 1 იანვრიდან ახლებური სახით აღდგა.

პროგრამის თანახმად უშუალოდ მოსახლეობა ირჩევს რა უნდა გაკეთდეს მის დასახლებაში. გარდა ამისა მხარის რწმუნებული ადგილზე გაეცნო მოსახლეობის პრობლემებსა და პრიორიტეტებს. პირველ ეტაპზე სოფლის მაცხოვრებლებმა შეხვედრაზე–სასმელი წყლის სისტემისა და გზების მოწესრიგება, გაზიფიცირება, ასევე სკოლამდელი დაწესებულებებისა და სპორტული მოედნების მშენებლობა–რეაბილიტაცია დაასახელეს.

რეგიონის მასშტაბით შეხვედრების დასრულების შემდეგ შეიქმნება ერთიანი ბაზა, განისაზღვრება ყველა პრიორიტეტი და ეტაპობრივად მოხდება მათი ასახვა მუნიციპალიტეტების ბიუჯეტში.

შავლეგო ტაბატაძე იმერეთის რეგიონის 554-ვე სოფელში ჩასვლასა და მოსახლეობასთან შეხვედრებს გეგმავს. ჭიათურის შემდეგ გუბერნატორი ხარაგაულის მუნიცპალიტეტში გადაინაცვლებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...