იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე წყალტუბოში მოხალისეთა გადამზადების პროცესს დაესწრო

ზვიად შალამბერიძემ მოხალისეებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მსურველთა ტრეინინგები რეგიონის მასშტაბით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში ინტენსიურად მიმდინარეობს და ისინი უკვე ხვალიდან ბენეფიციარებს დახმარებებს ადგილზე მიუტანენ.

მისივე თქმით, მოხალისეებს აქვთ ხელისუფლების სრული მხარდაჭერა და თანადგომა.

სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად ადგილზე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანიც იმყოფებოდა.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 70 წელს გადაცილებული მოქალაქეებისათვის საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების, ასევე სხვადასხვა საჭირო მომსახურების გაწევისას შესაბამისი რეკომენდაციები მოხალისეებს წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა გააცნეს.

აღინიშნა, რომ უკვე არსებობს 500-მდე ხანდაზმულის სია, რომლებიც წყალტუბოს მუნიციპალიტეტში დახმარებას მიიღებენ.

ამ ეტაპზე წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 56 მოხალისე და ისინი მოვალეობის შესრულებას სრულად მომზადებული ხვალიდან შეუდგებიან.

იმერეთის რეგიონში, გადამზადებული მოხალისეები ბენეიფციარებს პროდუქტებს და საჭირო ნივთებს უკვე აწვდიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად