იმერეთში საკარანტინო სივრცეს დღეს 70 მოქალაქე დატოვებს

“იმერეთის მასშტაბით საკარანტინო ზონებში 203 ადამიანი იმყოფება. მათგან 70 პირი ყველა საჭირო კვლევის ჩატარებისა და სავალდებულო დროის გასვლის შედეგად დღეს შინ წავა. ზოგადად ეპიდ სიტუაციას რაც შეეხება რეგიონში მდგომარეობა სტაბილური და მშვიდია”-განაცხადა “აიპრესთან” საუბრისას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსმა გოჩა გიორგიძემ.

იმერეთის მასშტაბით Covid19-ის დადასტურებული დიაგნოზით 3 პაციენტი მკურნალობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად