რამდენიმე ნიღბიანი პირი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოვრეთში მცხოვრებ ოჯახში შეიჭრა, ისინი თანხას ითხოვდნენ. გავრცელებული ინფორმაციით მათ ოჯახის წევრებმა წინააღმდეგობა გაუწიეს რის შემდეგაც მძარცველები გაიქცნენ.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ,,აიპრესს” განუცხადეს მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია. საქმე სსსკ-ის 179-ე მუხლით აღიძრა რაც ყაჩაღობას გულისხმობს.