იმერეთში კოვიდკლინიკების და კოვიდსასტუმროების რაოდენობა შემცირდა

როგორც იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა განაცხადა,კოვიდკლინიკებისა და სასტუმროების რაოდენობის შემცირება ვირუსის კლების დინამიკამ გამოიწვია.დღეის მონაცემებით იმერეთის მასშტაბით 500-მდე პაციენტი მკურნალობს,მუნიციპალიტეტის მასშტაბით ჯამში ერთდოულად 1200 პაციენტის მკურნალობის საშუალება არის.

“დინამიკა შემცირებისკენ მიდის როგორც მთლიანად იმერეთში,ასევე ცალკე აღებულ ყველა მუნიციპალიტეტში.ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის,რომ ის რეგულაციები,რაც დააწესა სახელმწიფომ, სწორად იქნას განხორციელებული.შესაბამისად შედეგიც სახეზეა,,-განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად