იმერეთში კორონავირუსის 388 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული 24 საათის განმავლობაში იმერეთში Covid19-ზე 1550 ადამიანი გამოიკვლიეს.

ამის შესახებ იმერეთის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ განაცხადა. მისი თქმით, დადასტურდა 388 ახალი შემთხვევა მათი უმრავლესობა უკვე არსებული შემთხვევების ოჯახის წევრები არიან.

ზვიად შალამბერიძის თქმით, შემთხვევების მატების მიუხედავად რეგიონში სიტუაცია კონტროლირებადია. 900-მდე გაიზარდა საწოლფონდი. პაციენტების მართვა მიმდინარეობს როგორც კლინიკებში, ისე კოვიდსასტუმროებსა და ბინაზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად