იმერეთში, გასული 24 საათის განმავლობაში, საეჭვო სიმპტომების მქონე არც ერთ პაციენტს Covid19 არ დაუდასტურდა

ქუთაისის ლაბორატორიაში გამოკვლეული 345 ბიოლოგიური ნიმუშიდან კორონავირუსზე ყველა უარყოფითია. ამის შესახებ “აიპრესს” ინფორმაცია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსმა გოჩა გიორგიძემ მიაწოდა.

გამოკვლეულთა შორის იყვნენ სხვადასხვა კლინიკაში მყოფი პაციენტები, სამედიცინო პერსონალი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად