იმერეთში ერთი კვირის მანძილზე კრაზანას ნაკბენით 2 კაცი გარდაიცვალა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში კრაზანის ნაკბენით ორი კაცი გარდაიცვალა.  აღნიშნულს ადასტურებენ ადგილობრივები.

შემთხვევა სოფელ ბოსნევსა და ცხრაწყაროში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით ერთი მამაკაცი სოკოს საკრეფად იმყოფებოდა, რა დროსაც რამდენიმე კრაზანამ დაკბინა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მეორე შემთხვევაში, მამაკაცი ტყეში იმყოფებოდა რა დროსაც კრაზანამ უკბინა და რამდენიმე წუთში ადგილზე გარდაიცვალა. ადგილობრივები ამბობენ, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, რადგან კრაზანები მუნიციპალიტეტში ხშირად შეუნიშნავთ.

შემთხვევა 1 კვირის ინტერვალით მოხდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად