იმერეთში დილიდან გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე მუნიციპალიტეტებში ჩავიდა და ადგილზე გაეცნო რა შეფერხებები შექმნა უამინდობამ მხარეში,- ამის შესახებ ინფორმაციას იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პაატა ნადირაძემ მოსახლეობისგან და მუნიციპალიტეტებში შექმნილი შტაბების წევრებისგან არსებული ინფორმაცია მოისმინა და რაიონების გამგებლებს სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდა.

დღეს დილიდან იმერეთის რეგიონის 12–ვე მუნიციპალიტეტში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

რაიონებში მობილიზებულია სპეც ტექნიკა და ეტაპობრივად იწმინდება როგორც ქალაქის ტერიტორია ასევე, სოფლებთან დამაკავშირებელი გზები.

დიდითოვლობის გამო შეფერხება იყო რამდენიმე მაღალმთიან სოფელში, სადაც თოვლის საფარმა 80სმ–ს მიაღწია.

The post იმერეთში დილიდან გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს appeared first on iRegions.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად