იმერეთში Covid19-ის კიდევ 1 შემთხვევა დადასტურდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსმა გოჩა გიორგიძემ “აიპრესს” განუცხადა, რომ შუახნის ქალს ვირუსი საკარანტინო სივრცეში დაუდასტურდა.

პაციენტს უცხოეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. ის მკურნალობის კურსს ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გააგრძელებს.

ამ დროისთვის იმერეთში ეს კორონავირუსის დადასტურების მესამე შემთხვევაა.

შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში საქართველოში covid19-ის 8 შემთხვევა დადასტურდა – 5 პაციენტი გამოჯანმრთელდა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად