იმერეთში Covid19-ის დადებითობის მაჩვენებელი 9%-ზე მაღალია

ამის შესახებ ინფორმაციას დაავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსი გოჩა გიორგიძე ავრცელებს.

„იმერეთში გასული 24 საათის განმავლობაში 4189 კვლევა გაკეთდა. დადებითია 362. დადებითობის მაჩვენებელი 9 % ს ასცდა. დღეს ინფიცირებულებიდან, არსებული ლეტალობის სტატისტიკით 5 შესაძლოა დაიღუპოს კოვიდთან ბრძოლაში. არ გაფიქრებთ ეს??? გაიკეთეთ პირბადე ყველგან, მოერიდეთ ხალხმრავალ შეკრებებს, უარი თქვით დიდ სუფრებსა და თავშეყრებზე. დაგვეხმარეთ, რომ გადავარჩინოთ ჩვენი მეგობრები მეზობლები, ოჯახის წევრები. რა გვჭირს ხალხო!?ადამიანი ხომ მოაზროვნე არსებაა ამ პლანეტის. რატომ უნდა დაგვჭირდეს ჯაჭვი?”-აღნიშნავს გოჩა გიორგიძე.

კომენტარები
იტვირთება...