იმერეთს ახალი გუბერნატორი ჰყავს

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულად ზვიად შალამბერიძე დაინიშნა. მთავრობის ადმინისტრაციაში ამის შესახებ ინფორმაციას “აიპრესს” უდასტურებენ.

განკარგულებას ხელი პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მოაწერა. შალამბერიძე მიმდინარე წლის მარტში სახელმწიფო რწმუნებლის პირველ მოადგილედ დაინიშნა.

მაისის შემდეგ კი, როცა თანამდებობა შავლეგო ტაბატაძემ დატოვა, რწმუნებულის მოვალეობას ასრულებდა. ზვიად შალამბერიძე 2001-2004 წლებში გაერო-ს განვითარების პროგრამაში მუშაობდა, შემდეგ კი კერძო სექტორში, მათ შორის სადაზღევო კომპანიებში – „ჯი პი აი ჰოლდინგი“ და „ირაო“.

2015-2019 წლებში შპს „ფრეგოს“ დასავლეთ საქართველოს რეგიონული მენეჯერი იყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...