იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე სუპერმარკეტების ქსელებსა და საცხობებში არსებულ ვითარებას გაეცნო

მონიტორინგის ფარგლებში სახელმწიფო რწმუნებული ასევე იმყოფებოდა სუპერმარკეტების საწყობებში.

გარდა ამისა, ზვიად შალამბერიძე მარკეტებში მომხმარებლებს შორის სავალდებულო დისტანციის დაცვის საკითხითაც დაინტერესდა.

დღესვე სახელმწიფო რწმუნებული რამდენიმე სადღეღამისო საცხობს ეწვია და ფასის ზრდის შესახებ გავრცელებული ინფორმაციით დაინტერესდა, თუმცა გაირკვა, რომ ფასი არცერთი სახის პროდუქტზე არ გაზრდილა.

“რეგიონში შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ კარგი დინამიკა გვაქვს საკვებ პროდუქტებთან დაკავშირებით, სუპერმარკეტებში არანაირი პროდუქტის დეფიციტი არ არის. ყველანაირი სტანდარტის დაცვით მიმდინარეობს მუშაობა. ყველა სუპერმარკეტი, პურფუნთუშეულის საცხობები ითვალისწინებენ იმ სტანდარტებს, რისი რეკომენდაციაცაა გაცემული. არც მარაგის და არც ფასების მხრივ სანერვიულო არაფერია, ვაკონტროლებთ ყოველდღიურად, რომ მარაგები იყოს შევსებული, ფასებზეც კონტროლი გვაქვს, ასე რომ, ყველა პირველად მოხმარების პროდუქტის შეძენა უპრობლემოდ, უცვლელ ფასად არის შესაძლებელი”, – განაცხადა შალამბერიძემ.

მონიტორინგის ფარგლებში იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ყველა მუნიციპალიტეტს ეწვევა და არსებულ ვითარებას პირადად გაეცნობა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად