იმერეთის რეგიონში ღვინის სექტორში დუალური პროფესიული განათლების აუცილებლობაზე იმჯელეს

იმერეთის რეგიონში კერძო სექტორის განვითარებასა და პროფესიულ განათლებაზე, საოჯახო მარნებისა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე იმსჯელა, სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ.

სსიპ კოლეჯი ,,იბერიას“ ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე ძირითადი აქცენტები გაკეთდა პროფესიულ გადამზადებასა და ღვინის სექტორში დუალური პროფესიული განათლების აუცილებლობაზე.

პროფესიული კოლეჯი ,,იბერია“ გეგმავს დანერგოს ახალი მიმართულება, მევენახეობა – მეღვინეობის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა. სასწავლებელი დაინტერესებულ პირებს სთავაზობს, როგორც სამწლიან საკვალიფიკაციო, ასევე მოკლევადიან მომზადება – გადამზადების სასწავლო კურსს.

,, პროფესიული გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება არის ძალიან მნიშვნელოვანი ნებისმიერ სექტორში. პროფესიული კოლეჯის ,,იბერია“ მიერ შემოთავაზებული დუალური განათლების მთავარი არსი ისაა, რომ დაინტერესებული პირი იღებს არამხოლოდ თეორიულ, არამედ – პრაქტიკულ ცოდნასაც, უშუალოდ, სამუშაო გარემოში. მიღებული თეორიული ცოდნა და საკუთარი გამოცდილება კი არის საფუძველი საწარმოს განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტებთან გათანაბრების.

იმისთვის, რომ რეგიონში მევენახეობა – მეღვინეობის მიმართულება განვითარდეს, უნდა ვიზრუნოთ და შევქმნათ კოოპერატივები, ჩავერთოთ სახელმწიფოსა და საერთაშორისო პარტნიორების მიერ დაფინანსებულ პროექტებში და განვავითაროთ აღნიშნული სექტორი. ამ მიმართულების განვითარებას მოყვება იმერული ღვინის პოპულარიზაცია, პროდუქციის ექსპორტზე გატანა და ადგილზე საოჯახო მარნების განვითარება. ბაზრის სწორად ათვისების შემთხვევაში შეიქმნება ახალი ტურისტული ლოკაციები, სამუშაო ადგილები და გაიზრდება მოთხოვნა პროდუქციაზე“ – ზვიად შალამბერიძე.

ბაღდათში გამართულ შეხვედრაზე საოჯახო მარნების წარმომადგენლებმა პროფესიულ კოლეჯთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა მიმართულებით გადამზადების პროგრამებში აქტიურად ჩაერთვებიან.

საოჯახო მარნებისა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ გოგსაძე და სსიპ კოლეჯი ,,იბერიას“ დირექტორი ირაკლი ავალიანი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...