იმერეთის ორ სკოლაში სასწავლო პროცესი გადაიდო

იმერეთის ორ სკოლაში სასწავლო პროცესი 16 სექტემბერს ვერ დაიწყება, რადგან სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

კერძოდ, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ძმუისში ახალი სასწავლო წლის დაწყება 30 სექტემბრამდე,ხოლო სოფელ მუხურის N2 საჯარო სკოლაში 23 სექტემბრამდე გადაიდო.

როგორც ტყიბულის რესურსცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ირინე კორძაიამ “აიპრესთან”  განაცხადა, ამის მიზეზი მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებია, რომლის პროცესიც მითითებულ ვადებში უნდა დასრულდეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად