იმერეთის მხარის ახალ რწმუნებულად ზვიად შალამბერიძე ოფიციალურად წარადგინეს

პრემიერის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა და ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა იმერეთის მხარის ახალი რწმუნებული ოფიციალურად წარადგინეს.

ზვიად შალამბერიძე, გუბერნატორის პოსტზე მაია ცქიტიშვილმა და სოზარ სუბარმა მერებს და მედიის წარმადგენლებს წარუდგინა.

იმერეთის გუბერნატორის თანამდებობა, მიმდინარე წლის აპრილიდან მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც მხარის ყოფილმა რწმუნებულმა, შავლეგო ტაბატაძემ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობას ამ დრომდე ზვიად შალამბერიძე ასრულებდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად