იმერეთის გუბერნატორმა „სოკარ ჯორჯია გაზთან” უპრეცენდენტო უსაფრთხოების ზომების მიღების საჭიროებაზე ისაუბრა

ზესტაფონში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით საგანგებო სხდომა გაიმართა იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში.

იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე მუნიციპალიტეტების მერებსა და „სოკარ ჯორჯია გაზის“ წარმომადგენლებს შეხვდა. მხარის რწმუნებულმა შეხვედრაზე, სეზონის მოახლოებასთან ერთად, უპრეცენდენტო უსაფრთხოების ზომების მიღების საჭიროებაზე ისაუბრა. მისი თქმით, აუცილებელია ყველა გაზიფიცირებული ზონის არამხოლოდ გეგმიური გადამოწმება, არამედ თითოეული დაკეტილი ბინის აღრიცხვა და კონტროლი.

უბედური შემთხვევა ზესტაფონში გუშინ მოხდა. ახალგარზდა ქალი 2 მცირეწლოვან შვილთან ერთად გარდაცვლილი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით შემთხვევის მიზეზი არასწორად დამონტაჟბული წყლის გამაცხელებელი გახდა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად