იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ტყიბულის მერთან ერთად საფეხმავლო ტურისტული ბილიკი გახსნა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, გრიგოლ დალაქიშვილმა, ვიცე გუბერნატორთან, იოსებ ხახალეიშვილთან და ტყიბულის მერთან, თემურ ჩუბინიძესთან ერთად საფეხმავლო ტურისტული ბილიკი გახსნა. 

აღნიშნული ბილიკი გრიგოლ დალაქიშვილმა მოლაშქრეთა ჯგუფთან ერთად გაიარა და მათთან ერთად დაათვალიერა 5 საბანაკე ადგილი და გადასახედი მოედნები. პროექტის ფარგლებში გელათის მონასტერი– ცუცხვათის მღვიმოვანი–ახალსოფლის წყალსაცავის დამაკავშირებელი 24,4 კმ. სიგრძის საფეხმავლო ტურისტული ბილიკი მოეწყო. დღეს მოხალისეებმა ფეხით 13 კილომეტრი გაიარეს და ცუცხვათში კარვებში დაბინავდნენ. საფეხმავლო ტურისტული ბილიკის ფარგლებში ხვალ დილით ისინი ლაშქრობას გააგრძელებენ და ახალსოფლის წყალსაცავთან დაასრულებენ ტურისტულ მარშუტს.

,,იმერეთის რეგიონს აქვს ტურისტული პოტენციალი და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ მის განვითარებას. სხვადასხვა მუნიციპალიტეტში განხორციელდა და ამ ეტაპზეც მიმდინარეობს ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. რაც შეეხება დღევანდელ საფეხმავლო ბილიკს უნდა ავღნიშნო, რომ ამ მარშუტით ტურისტებსა და ვიზიტორებს საშუალება ეძლევათ ტყიბულის მუნიციპალიტეტში არსებული 15–მდე ისტორიული ძეგლი მოინახულონ. ძალიან მიხარია, რომ დღეს ეს გზა ახალგაზრდება გაიარეს და მოისმინეს თითოეული ძეგლის ისტორია“–აღნიშნა იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა გრიგოლ დალაქიშვილმა.

პროექტის ფარგლებში ტურისტული ბილიკის გასწვრივ დაიდგა ნიშნულები, საინფორმაციო დაფები, განხორციელდა ბილიკის მარკირება, დაიბეჭდა ბილიკის ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი საინფორმაციო ცნობარები და რუქა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად