იმერეთის გუბერნატორი: ვანის საკარანტინო სივრცედ გამოცხადება არ იგეგმება

ვანის საკარანტინო სივრცედ გამოცხადება არ იგეგმება-ამის შესახებ განცხადება იმერეთის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ გააკეთა.

მისი თქმით სწორედ ამიტომ იქნა მიღებული ის პრევენციული ღონისძიებები, რომელიც მეორე დღეა, ვანში ტარდება.

“მუნიციპალიტეტში მოსახლეობას პროაქტიული თერმოსკრინინგი უტარდება და მოწყობილია სპეციალური გამშვები პუნქტები.

რაც შეეხება სამეციდინო კლინიკას, სადაც ქალბატონი თავისი ინიციატივით მივიდა და რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, კონტაქტები გამოკვლეულია და მოქალაქეები თვითიზოლაციაში იმყოფებიან.”აღნიშნა შალამბერიძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად