იმერეთის გუბერნატორი: წყალტუბოს აღორძინების პროექტი ადგილობრივი ფერმერებისთვისაც ძალიან დიდი მოტივაციაა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის წყალტუბოს აღორძინების პროექტი ადგილობრივი ფერმერებისთვისაც ძალიან დიდი მოტივაციაა.

როგორც შალამბერიძემ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან გამოცემა Entrepreneur Georgia-ს ინტერვიუს კომენტირებისას აღნიშნა, წყალტუბოს აღორძინების პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია არამარტო წყალტუბოსთვის, არამედ რეგიონისთვის და მთლიანად საქართველოსთვის.
“ჩვენ ახლა შევხვდით ადგილობრივებსაც და როგორც აღნიშნეს, მათთვისაც ძალიან დიდი მოტივაციაა ის, რომ წყალტუბო უახლოეს მომავალში ამ მიმართულებით განვითარდება. როგორც იცით, დასაქმდება 20000-მდე ადამიანი, რეაბილიტაციასთან ერთად დაიწყება ახალი მშენებლობები და მოხდება როგორც წყალტუბოს ეკონომიკურად გაძლიერება, ასევე მთლიანად იმერეთის რეგიონის და ეს ძალიან მნიშვნელოვანია”, – განუცხადა ჟურნალისტებს შალამბერიძემ წყალტუბოში, სადაც სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად ადგილობრივ ფერმერებთან შეხვედრა გამართა.

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა გამოცემასთან ინტერვიუში წყალტუბოს აღორძინების პროექტის შესახებ ისაუბრა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად