იმერეთის გუბერნატორი: ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ ძალადობის პროვოცირებისგან

ქუთაისში გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით, იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე განცხადებას ავრცელებს.

„საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია და კანონის ფარგლებში ყველას შეუძლია საკუთარი პოზიციის დაფიქსირება. შეურაცხყოფა და აგრესია, რიგ შემთხვევებში საპასუხო ქმედებას იწვევს, ამიტომ ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ ძალადობის პროვოცირებისგან და ძალადობისგან. ყოველგვარი დაპირისპირება, ძალადობა და ძალადობის პროვოცირება ჩვენთვის მიუღებელია.

კანონის ფარგლებში მოქმედება ყველა მოქალაქის ვალდებულებაა და ამ ჩარჩოებიდან გასვლას ბუნებრივია მოყვება სამართლებრივი რეაგირება. ჩვენი ქალაქი და მუნიციპალიტეტი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას და იმედი მაქვს, დაგეგმილი აქცია ჩვენ ყოველდღიურ საქმიანობას არ შეაფერხებს“,-ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად