იმერეთის გუბერნატორი: პრეზიდენტს თავისი ადმინისტრაციის ქუთაისში გადმოტანა შევთავაზე

"მთავრობას დათვლილი აქვს ის მოგება, რაც ქუთაისს პარლამენტის ყოფნით რჩება. ხარჯებზე არვლაპარაკობ, უზარამაზარი ხარჯი აქვს. ისეთი შენობაა და ისეა დაპროექტებული, ეს ცალკე თემაა. 3 მილიონ ნახევარ ლარზე მეტი მოგება არ რჩება ქუთაისს პარლამენტის ყოფნით." – აცხადებს "აიპრესთან" ინტერვიუში იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე.

– როგორ ფიქრობთ,  როგორც იმერეთის გუბერნატორი, რა მოუტანა პარლამენტმა ქუთაისს და თქვენი პოზიცია როგორია მის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით?

– მე თუ მკითხავთ, ეს პირველ რიგში თავმოყვარეობის  თემაა  ქუთაისელებისთვის.  მთავრობას დათვლილი აქვს ის მოგება, რაც ქუთაისს პარლამენტის ყოფნით რჩება. ხარჯებზე არ ვლაპარაკობ, უზარამაზარი ხარჯი აქვს. ისეთი შენობაა და ისეა დაპროექტებული, ეს ცალკე თემაა. 3 მილიონ ნახევარ ლარზე მეტი მოგება არ რჩება ქუთაისს პარლამენტის ყოფნით. აი დავუშვათ იმ ბინების გაქირავებიდან, რაც პარლამენტარებს აქვთ დაქირავებული, ყველაფრისგან მოგების მაქსიმალური თანხა არის 3 მილიონ ნახევარი ლარი.

 

თქვენ მკითხეთ რა მოუტანა პარლამენტმა ქუთაისს და მე ვამბობ, რომ ეს მოუტანა პარლამენტმა ქუთაისს.ისე მე მხარს ვუჭერ პარლამენტის ქუთაისში ფუნქციონირებას  და არა მარტო პარლამენტის. პრეზიდენტი რომ ბრძანდებოდა აქ, შევთავაზე იქნებ პრეზიდენტის ადმინიტრაციაც გადმოიტანოთ ქუთაისში მეთქი. თუ ქუთაისი საპარლამენტო და საპრეზიდენტო ქალაქი იქნება, ჩემთვის ეს მისასალმებელია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად