იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტში სასაფლაოების შესასვლელებს შსს-ს და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები აკონტროლებენ

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის თქმით, მოსახლეობა შეზღუდვებს გაგებით ეკიდება.

მუნიციპალიტეტის მერები და ასევე მერიის წარმომადგენლები სოფლებში სასაფალოებზე მონიტორინგს მეორე დღეა, ახორციელებენ, რომ საფლავებზე მოქალაქეების გასვლა არ დაფიქსირდეს.

მთავრობის გადაწყვეტილებით საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით, სასაფლაოებზე შეზღუდვებია დაწესებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად