“იმედს” 19 მილიონამდე, “რუსთავი 2”-ს 28 მილიონამდე, “მაესტროს” 8 მილიონამდე ბიუჯეტის ვალი აქვთ

ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა განაცხადა.

„რამდენიმე მედიას აქვს საკმაოდ მსხვილი დავალიანება. ეს არის “იმედი”, “რუსთავი 2” და “მაესტრო”. მათ აქვს ყველაზე მსხვილი დავალიანებები. თანხები არის დაახლოებით “რუსთავი 2” აქვს 28 მილიონის ფარგლებში, “იმედს” აქვს 19 მილიონის ფარგლებში, ხოლო მაესტროს აქვს დაახლოებით 8 მილიონზე მეტი. ეს არის ბოლო რამდენიმე წელში დაგროვილი საგადასახადო დავალიანება.

თუ გადავხედავთ ისტორიას, სამწუხაროდ საქართველოში ეს მანკიერი პრაქტიკა არსებობდა. ტელეკომპანიები იგროვებდნენ ვალს და მერე კეთდებოდა რაღაც ამნისტიის მაგვარი – ამოწერა. ეს ხდებოდა სხვადასხვა ხელისუფლების დროს. მე მგონი დადგა დრო, რომ ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ გასწორდეს. მოტივი ის არის, რომ არის სხვა ტელევიზიები გაცილებით პატარა და ისინი არ აგროვებენ ამ დავალიანებას და იხდიან პატიოსნად.

მე მგონი არ არის სამართლიანი. მაგალითად “ტვპირველი” წლების განმავლობაში პატიოსნად იხდიდა. ასევე “კავკასია”. ერთ საგადასახადო სივრცეში ვართ და რა დააშავეს ამ ადამიანებმა, ვინც პატიოსნად იხდიან ამ გადასახადებს” – განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად