“ქრონიკის” წამყვანი ლევან კვატაშიძე: “იმედის” ეთერში გასულ “აგვისტოს ომის” ფილმს არ ვიზიარებ

ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალსტი და “ქრონიკის” წამყვანი “იმედით” რუსეთ-საქართველოს ომზე გასულ ფილმს აპროტესტებს და სოციალურ ქსელში წერს:

“არ ვიზიარებ რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ მომზადებული მასალის ერთ-ერთ მთავარ ხაზს. მიუღებელია რუსეთის ჯარის საქართველოში იძულებით შემოჭრის თაობაზე გამოთქმული ვერსია და ამას წლების განმავლობაში ომის თემაზე ჩვენ მიერ მომზადებული რეპორტაჟები ადასტურებს”- წერს ლევან კვატაშიძე.

შეგახსენებთ, ტვ “იმედზე” გასულ სკანდალურ ფილმზე, რომელსაც საზოგადოების და ოპოზიციის ნაწილის მხრიდან დიდ კრიტიკა მოჰყვა, პასუხისმგებლობა არხის გენერალური დირექტორის მოადგილემ ნიკა ლალიაშვილმა აიღო. ის ამბობს, რომ სწორედ მისი პროდიუსინგით დამზადდა ფილმი, ავტორი კი მერაბ მამარდაშვილია.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...