“იმედის” წამყვანი ჟურნალისტები “იმედის” ეთერში გასულ “აგვისტოს ომის” ფილმზე: არ ვიზიარებთ…

ტელეკომპანია ” იმედის” ჟურნალისტების ნაწილი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ ტელეარხის ეთერში მომზადებულ მასალას და რუსეთის ჯარის საქართველოში იძულებით შემოჭრის თაობაზე გამოთქმულ ვერსიას არ იზიარებს. ამის შესახებ ისინი სოციალურ ქსელ Facebook-ის პირად გვერდზე წერენ.

“არ ვიზიარებ რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ მომზადებული მასალის ერთ-ერთ მთავარ ხაზს. მიუღებელია რუსეთის ჯარის საქართველოში იძულებით შემოჭრის თაობაზე გამოთქმული ვერსია და ამას წლების განმავლობაში ომის თემაზე ჩვენ მიერ მომზადებული რეპორტაჟები ადასტურებს!”,-წერს სოციალურ ქსელში ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტი ვასილ დაბრუნდაშვილი.

facebook-ის გვერდზე ანალოგიური განცხადება გაავრცელა ასევე ჟურნალისტმა სოფო ბერიძემ.

“არ ვიზიარებ რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ მომზადებული მასალის ერთ-ერთ მთავარ ხაზს. მიუღებელია რუსეთის ჯარის საქართველოში იძულებით შემოჭრის თაობაზე გამოთქმული ვერსია და ამას წლების განმავლობაში ომის თემაზე ჩვენ მიერ მომზადებული რეპორტაჟები ადასტურებს!”,-წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.

რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ მომზადებულ მასალას ასევე არ იზიარებს ჟურნალისტი ლევან კვატაშიძე, რომელმაც სოციალურ ქსელში ანალოგიური პოსტი გაავრცელა.

საკუთარი კოლეგების პოზიციას იზიარებს ასევე ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტი, პაპუნა შუშანია. იგი სოციალურ ქსელ Facebook-ის პირად გვერდზე წერს:

“არ ვიზიარებ რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ მომზადებული მასალის ერთ-ერთ მთავარ ხაზს. მიუღებელია რუსეთის ჯარის საქართველოში იძულებით შემოჭრის თაობაზე გამოთქმული ვერსია და ამას წლების განმავლობაში ომის თემაზე ჩვენ მიერ მომზადებული რეპორტაჟები ადასტურებს! #რუსეთიოკუპანტია.

სოციალურ ქსელ Facebook-ზე მსგავსი შინაარსის განცხადებას ავრცელებენ ასევე “იმედის” სხვა ჟურნალისტები: ნანა ლეჟავა, დავით ცაგარელი, თეა სიჭინავა, ნატა მახვილაძე, ნანუკა ქაჯაია, ხათუნა მაისურაძე და სხვები.

 

შეგახსენებთ, ტელეკომპანია“იმედზე” გასულ სკანდალურ ფილმზე, რომელსაც საზოგადოების და ოპოზიციის ნაწილის მხრიდან დიდ კრიტიკა მოჰყვა, პასუხისმგებლობა არხის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნიკა ლალიაშვილმა აიღო. მისი განცხადებით, სწორედ მისი პროდიუსინგით დამზადდა ფილმი, რომლის ავტორი მერაბ მამარდაშვილია.

 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...