“იმედის” გადამღები ჯგუფის წევრები საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ ე.წ. ბერი ნიკოლოზის მიმდევრები დაუპირისპირდნენ

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო ფონიჭალაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომლებს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიიდან განკვეთილი ე.წ. ბერი ნიკოლოზის მიმდევრები დაუპირისპირდნენ.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, 154-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ძალადობას, ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას და ნივთის დაზიანებას ანგანადგურებას გულისხმობს.
ინციდენტის შედეგად მიღებული დაზიანებების გამო, ტელეკომპანია „იმედის“ გადამღები ჯგუფის წევრები გადაყვანილი არიან საავადმყოფოში.
ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად