”იმედის” ეგზიტპოლის თანახმად, თვითმართველობის არჩევნებში კახა კალაძე 53%-ით ლიდერობს

ტელეკომპანია "იმედის" ეგზიტპოლის თანახმად, თვითმართველობის არჩევნებში ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე 53 %-ით ლიდერობს.

ამავე ეგზიტპოლის მიხედვით, ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატს, ზაალ უდუმაშვილს 14% აქვს, ალეკო ელისაშვილსაც 14% აქვს 

"იმედის" დაკვეთით ეგზიტპოლი "გორბმა" ჩაატარა.

საქართველოში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები გაიმართა.

დღეს საქართველოს მოქალაქეებმა 64 საკრებულოს 2058 წევრი და 64 მერი აირჩიეს. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის 3 440 123-ია.

ცნობისთვის, საზოგადოებრივი კვლევა ტელეკომპანია "იმედი"-ს დაკვეთით "გორბმა" ჩაატარა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...