“იმედის” ეგზიტპოლების შედეგების მიხედვით “ქართული ოცნება” 54%-ით ლიდერობს

"იმედის" ეგზიტპოლების მიხედვით "ქართული ოცნება" 54 %-ით ლიდერობს. 

"ნაციონალურ მოძრაობა" 16%-ით მეორე ადგილზეა, "ევროპულ საქართველოს" კი 6%, ხოლო პატრიოტთა ალიანსს 5%, "თავისუფალი საქართველოსა" და "დემოკრატიული მოძრაობის ბლოკს 3% აქვს. ასევე 3-3% აქვს, "ლეიბორისტებსა" და "ახალ საქართველოს", ხოლო "რესპუბლიკელებს" 2%.

"იმედის" დაკვეთით ეგზიტპოლი "გორბმა" ჩაატარა. ცდომილება 2%-ია.

საქართველოში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები გაიმართა.

დღეს საქართველოს მოქალაქეებმა 64 საკრებულოს 2058 წევრი და 64 მერი აირჩიეს. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის 3 440 123-ია.

ცნობისთვის, საზოგადოებრივი კვლევა ტელეკომპანია "იმედი"-ს დაკვეთით "გორბმა" ჩაატარა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...