„იმედგაცრუებული ვარ, რომ საკმარისი დრო არ მომეცა“ – ლამპარდი „ჩელსის“ მწვრთნელობიდან გაათავისუფლეს

როგორც მოგეხსნებათ “ჩელსის” ყოფილი ლეგენდარული ფეხბურთელი ფრენკ ლამპარდი, რომელიც მიმდინარე სეზონში ამავე კლუბს წვრთნიდა, თანამდებობიდან გაუშვეს. მიზეზი ბოლო პერიოდში კლუბის მიერ ნაჩვენები შედეგებია.

“ჩელსის” ყოფილმა დამრიგებელმა განცხადება გაავრცელა, რომელიც გულშემატკივრებს მადლობას უხდის. ის ამავე დროს აცხადებს, რომ საკმარისი დრო არ მიეცა.

“იმედგაცრუებული ვარ, რადგან ამ სეზონში არ მომეცა საკმარისი დრო, რათა კლუბი ახალ დონეზე ამეყვანა. მინდა, ბატონ აბრამოვიჩს, ჩელსის დირექტორთა საბჭოს, ფეხბურთელებს, სამწვრთნელო შტაბის წევრებსა და კლუბის თითოეულ წევრს თავდაუზოგავი შრომისა და თავდადებისთვის მადლობა გადავუხადო. გუნდსა და ჩელსის მომავალში წარმატებას ვუსურვებ”, – აღნიშნა ფრენკ ლამპარდმა.

მედიაში “ჩელსის” მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე მის შემცვლელზეც იწერება. როგორც ბრიტანული მედია იუწყება, ეს სავარაუდოდ პსჟ-დან გაშვებული თომას ტუხელი იქნება.

სპორტული გამოცემა The Athletic-ის ჟურნალისტი დავიდ ორნსტინი Twitter-ში ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც გერმანელი სპეციალისტი ლონდონში დღესვე გაემგზავრება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...