”ილოცეთ მიუნხენისთვის” – გერმანელთა მხარდასაჭერად სპეციალური გვერდი შეიქმნა

მიუნხენის ცენტრში მდებარე სავაჭრო ცენტრ "ოლიმპიაზე" მომხდარი თავდასხმის შემდეგ, გერმანელების მხარდასაჭერად facebook-ში სპეციალური გვერდი შეიქმნა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. 

სოციალურ ქსელებში უკვე გაჩნდა სლოგანი : "ილოცეთ მიუნხენისთვის"-. მიუნხენის თავდასხმის შემდეგ, გერმანიის მოსახლეობამ ქუჩაში მყოფ ადამიანებს დახმარებას შესთავაზა. სოციალურ ქსელში უკვე გამოჩნდა #open doors.

შეგახსენებთ, რომ დღეს მიუნხენის სავაჭრო ცენტრ "ოლიმპიაზე" თავდასხმა განხორციელდა. ბავარიის შს მინისტრის განცხადებით, სავაჭრო ცენტრში მომხდარ შეაიარაღებულ თავდასხმას ამ დროისთვის არსებული მონაცემებით სამი ადამიანი ემსხვერპლა.

თავდამსხმელმა სავარაუდოდ მინიმუმ 30-ჯერ გაისროლა. პოლიციისა და თვითმხილველების განცხადებით, სავაჭრო ცენტრის შენობაში თანამშრომლები იმყოფებიან. არიან თუ არა ისინი მძევლად აყვანილი, ეს ჯერჯერობით უცნობია. BBC, გერმანულ Sueddeutsche Zeitung-ზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ მიუნხენის სავაჭრო ცენტრში სროლას მსვერპლი მოჰყვა.

აგრეთვე ვრცელდება ვიდეოკადრები, თუ როგორ გარბის ხალხი სავაჭრო ცენტრის ტერიტორიიდან. გერმანიის პოლიციამ მოსახლეობას სახლში დარჩენისა და სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად