ილონ მასკმა Twitter-ის დამაარსებელს სოციალური ქსელის მუშაობასთან დაკავშირებით რჩევა მისცა

Twitter-ის დამაარსებელი ჯეკ დორსი, კომპანიის თანამშრომლებთან შეხვედრის დროს, ვიდეო ზარით დაუკავშირდა Tesla და SpaceX-ის დამაარსებელ ილონ მასკს და მას სოციალური ქსელის მუშაობის გაუმჯობესების მიზნით რჩევა სთხოვა. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

„Twitter-ის ხელმძღვანელი რომ იყო, რას გააკეთებდი?“ – მიმართა შეკითხვით დორსიმ მასკს.

ილონ მასკმა მას ამაზე უპასუხა, რომ კარგი იქნებოდა, რომ ყოფილიყო რეალური მომხმარებლებისა და ბოტების ერთმანეთის გარჩევის შესაძლებლობა.

„მომხმარებლები ვერ ხვდებიან, ეს რეალური ადამიანი, თუ ბოტია, თუ რაღაც ტროლების არმიაა“, – განმარტა მასკმა.

მისი თქმით, მომხმარებლები გამოდიან სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ მანიპულაციების წინააღმდეგ.

როგორც Bloomberg-ი აღნიშნავს, ილონ მასკის ანგარიში Twitter-ში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია, მას 30,7 მილიონი ხელმომწერი ჰყავს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად