ილონ მასკმა NASA-ს ყოველი ახალი რაკეტის გაშვებას ტრაგედია უწოდა

SpaceX-ის დამაარსებელმა ილონ მასკმა, თავის Twitter-ზე, NASA-ს მიერ პერსპექტივაში რაკეტების გაშვება ტრაგედიას შეადარა, რომელსაც ჯერჯერობით სამუშაო სახელი SLS აქვს. მან აგრეთვე განაცხადა, რომ იმის გამო, რომ იგი ერთჯერადია, ყოველი გაშვება ძალიან ძვირი დაჯდება.

„SLS-ის მთავარი პრობლემა არის ის, რომ მისი გამოყენება რამდენჯერმე არ შეიძლება. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველ ჯერზე რაკეტა, რომელიც მილიარდი აშშ დოლარი ღირს, უბრალოდ ფეთქდება! ეს 100%-იანი ტრაგედიაა!“, – განაცხადა მან.

SpaceX-ი ბევრჯერადი გამოყენების რაკეტამზიდების შემუშავებაზე მუშაობს, მათ შორის SLS-თან ერთად რაკეტამზიდ Falcon Heavy-ზე. მისი გაშვება უკვე სამჯერ განხორციელდა და სამივე წარმატებული აღმოჩნდა. ილონ მასკის თქმით, Falcon Heavy-ს გაშვება 150 მილიონი აშშ დოლარი ჯდება. მისი მომდევნო გაშვება 2020 წლის ზაფხულში უნდა მოხდეს. მან ორბიტაზე პენტაგონის სამხედრო თანამგზავრი უნდა გაიყვანოს.

NASA კი SLS-ის პროექტზე მუშაობს 2010-იანი წლებიდან მოყოლებული. პროექტში აგრეთვე ჩართულია კორპორაცია Boeing. პროექტის რეალიზაციაზე უკვე დაიხარჯა 10 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად