ილონ მასკმა კალიფორნიას, ფილტვების ხელოვნური ვენტილაციისთვის 1000 აპარატი გადასცა

კომპანია SpaceX-ის და Tesla-ს დამაარსებელმა ილონ მასკმა, კალიფორნიის ხელისუფლებას ფილტვების ვენტილაციის 1000 მოწყობილობა გადასცა. ამის შესახებ Business Insider-ი წერს.

“ისინი უკვე ლოს-ანჯელესშია”, – განაცხადა გუბერნატორმა. აპარატები საავადმყოფოებში დარიგდება, რათა უმკურნალონ ახაკლი კორონავირუსით დაავადებულებს.

აქამდე ილონ მასკი Twitter-ზე წერდა, რომ იგი მუშაობას იწყებდა აღნიშნული აპარატების წარმოებაზე. ამასთან, ილონ მასკმა მანამდე, ახალი კორონავირუსის გამო გამოწვეულ პანიკას სისულელე უწოდა.

14 მარტს, გამოცემა წერდა, რომ აშშ-ში დაახლოებით 170 000 აპარატი იყო, რომლებიც ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციას ახდენს, თუმცა ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ეს არასაკმარისი იქნებოდა.

21 მარტს კი, აშშ-ის ყველა შტატში დაფიქსირდა ახალი კორონავირუსის შემთხვევები. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების მიხედვით, შემთხვევების რაოდენობამ 40 000-ს გადააჭარბა. 5 მარტიდან მოყოლებული, ინფექციის გამო, კალიფორნიაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად