ილონ მასკმა განაცხადა, რომ ასპერგერის სინდრომი აქვს

SpaceX- ის დამფუძნებელმა და კომპანია Tesla-ს ხელმძღვანელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ მას აქვს ასპერგერის სინდრომი, განვითარების დარღვევა, რომლის დროსაც ადამიანი სირთულეებს განიცდის სოციალიზაციისა და არავერბალური კომუნიკაციის მხრივ, მაგრამ მას არ აქვს შესამჩნევი ჩამორჩენა მეტყველების განვითარებაში და ინტელექტში.

მასკმა ეს აღიარება NBC-ის Saturday Night Live (SNL) კომედიურ პროგრამაში გახსნისას გააკეთა, რომელშიც ის იყო წამყვანი.

“დღეს ჩემი გამოსვლა ისტორიულია, რადგან გავხდები პირველი ადამიანი, რომელსაც ასპერგერის სინდრომი აქვს. ყოველ შემთხვევაში პირველი ვარ, რომელმაც ეს აღიარა”, – თქვა მასკმა.

მასკმა თავის გამოსვლაში ასევე მიმართა მათ, ვინც შეიძლება სოციალურ ქსელებში მისი განცხადებებით შეიძლება განაწყენდეს.

“ყველას, ვისაც შეურაცხყოფა მივაყენე, მინდა ვუთხრა: მე ხელახლა გამოვიგონე ელექტრომობილები და კოსმოსური ხომალდით გავაგზავნი ხალხს მარსზე – მართლა ფიქრობდით, რომ მე ვიქნებოდი დაბალი კლასის ჩვეულებრივი ბიჭი?”

მასკმა ასევე ისაუბრა ეპიზოდზე, როდესაც მან მარიხუანა მოწია კომიკოსის ჯო როგანის პოდკასტში. SpaceX-ის დამფუძნებლის თქმით, ეს მხოლოდ ერთხელ მოხდა, მაგრამ ახლა მას მუდმივად ახსენებენ ამას – “თითქოს მე მხოლოდ იმას ვაკეთებ, რასაც პოდკასტიდან პოდკასტამდე, მივდივარ და იქ ვეწევი”. მან Dogecoin- ზეც იხუმრა. Tesla-ს ხელმძღვანელის თქმით, ეს იყო ის კრიპტოვალუტა, რომელიც მან დედამისს დედის დღეს აჩუქა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...