ილონ მასკი: უფრო დიდი შანსია მოკვდე ავტოკატასტროფაში, ვიდრე ახალი კორონავირუსით

კომპანია SpaceX-ის დამაარსებელმა და Tesla-ს ხელმძღვანელმა ილონ მასკმა კომპანია SpaceX-ის თანამშრომლებს გაუგზავნა წერილი, რომელშიც იგი გამოთქვამს ეჭვს დასაქმებულების ახალი კორონავირუსით დაინფიცირების საშიშროებასთან დაკავშირებით.

მასკის აზრით, კომპანიის თანამშრომლებს უფრო დიდი შანსი აქვთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევაში დაიღუპონ, ვიდრე პანდემიისგან დაზარალდნენ. ამის შესახებ გამოცემა BuzzFeed იუწყება.

თავის გზავნილში, ილონ მასკი აღნიშნავს, რომ ყველა იმ მონაცემის მიხედვით, რაც მან ახალი კორონავირუსის შესახებ ნახა, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეს ვირუსი არ შედის აშშ-ის მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის ყველაზე საშიშ 100-ეულშიც კი.

“უფრო დიდი შანსია მოკვდე ავტოკატასტროფაში, ვიდრე ახალი კორონავირუსით”, – აღნიშნავს მასკი.

მისი თქმით, პანდემიის შედეგად შშ-ში გარდაცვლილ 36 ადამიანზე დაახლოებით 26 ათასი ადამიანი მოდის, რომელიც კატასტროფაში დაიღუპა. მიუხედავად ამისა, ილო მასკმა კომპანიის თანამშრომლებს მიმართა, რომ თუკი თავს ცუდად იგრძნობენ, დარცნენ სახლში.

როგორც BuzzFeed იუწყება, SpaceX-ის წარმომადგენლებს აღნიშნულ წერილთან დაკავშირებით არანაირი კომენტარი არ გაუკეთებიათ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად