ილონ მასკის ქონება ერთ კვირაში 18%-ით შემცირდა

SpaceX-ის დამაარსებლისა და Tesla-ს ხელმძღვანელის ილონ მასკის ქონება, ერთი კვირის განმავლობაში 18%-ით შემცირდა. ილონ მასკმა ადრე ახალ კორონავირუსთან დაკავშირებულ პანიკას სისულელე უწოდა.

ამ დროის განმავლობაში, Tesla-ს აქციების ვარდნის ფონზე, ილონ მასკმა 5.5 მილიარდი აშშ დოლარი დაკარგა. ამ ეტაპზე მისი ქონება 31,1 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული. Forbes-ის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მას 26-ე ადგილი უჭირავს.

ილონ მასკის კომპანიის აქციების ღირებულებამ, აშშ-ის საფონდო ბირჟებზე 1987 წლიდან მოყოლებული უმსხვილესი დაცემის დროს დაიწია. ამ პერიოდის განმავლობაში კი, მსოფლიოს უმდიდრესმა 20-მა ადამიანმა ჯამში 80 მილიარდი აშშ დოლარი დაკარგა.

იმის შესახებ, რომ ახალი კორონავირუსის შედეგად გამოწვეული პანიკა სისულელეა, მასკმა თავის ბლოგზე 6 მარტს დაწერა. მსგავსი განცხადება მან გააკეთა მიუხედავად იმისა, რომ ვირუსის გავრცელებამ ხელი შეუშალა Tesla-ს მუშაობას.

დღევანდელი მონაცემების მიხედვით, 2019-nCoV ტიპის ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 156 396 ადამიანი შეადგინა. ვირუსის შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა კი 5 833-მდე გაიზარდა. საერთო ჯამში ახალი კორონავირუსისგან 73 968 პაციენტი განიკურნა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად